
ჩვენ როცა გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი უნდა ჰქონდეს, ვთქვით, დავიწყოთ თაფლობის თვე. მათ განქორწინების პროცედურა წამოიწყეს, – ამის შესახებ ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ქსავიე ბატელმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო თუ არასწორი გზით წავა, კიდევ უფრო დაშორდება ევროპულ მომავალს.
„მე ძალიან გულწრფელად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ეს იყო ჩემი ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუება. ჩვენ როდესაც გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს ევროპული მომავალი, მათ უკან დახევა გადაწყვიტეს. ეს რთულია, რადგან ეს ეხება ჟურნალისტებს, ხალხს, უმცირესობებს. ეს ის ყველაფერია, რაზეც ისინი თვეებისა და წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ სურდათ ევროპასთან დაახლოება. იმ დღეს, როდესაც ჩვენ ვთქვით, მოდით, დავიწყოთ თაფლობის თვე, მათ წამოიწყეს განქორწინების პროცედურა. ასე რომ, ეს რთულია. ჩვენ უნდა ვიყოთ მათთან გულწრფელები, რომ ისინი თუ არასწორი გზით წავლენ, კიდევ უფრო დაშორდებიან ევროპულ მომავალს. ეს ჩემი პირადი პოზიციაა“, – განაცხადა ქსავიე ბატელმა.
0
0