07/03/2023
17:14
მსოფლიო
„ზელენსკი უბრალო წილია“ („გნიდა“). ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.
„მე ადრე მეგონა, რომ ზელენსკის მშვიდობა სურს და საკუთარ ხალხზე ზრუნავს. ის კი ნამდვილი წილია. ის ოპერაცია, რაც ბელარუსის ტერიტორიაზე ჩატარდა, ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე არ ტარდება “- განაცხადა ლუკაშენკომ.
ცნობისთვის, 26 თებერვალს ბელარუსში მიჩულიშის სამხედრო აეროდრომზე დრონების შეტევის შედეგად რუსული რადიოდაზვერვის თვითმფრინავი იყო დაზიანებული. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეტევა ბელარუსმა პარტიზანებმა განახორციელეს.
თვითმფრინავმა სერიოზული დაზიანება მიიღო და იძულებული იყო რემონტზე ტაგანროგში გაფრენილიყო.
ლუკაშენკოს თქმით, ეს ოპერაცია უკრაინის უშიშროების სამსახურმა და აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურმა სამმართველომ დაგეგმეს.
0
0