
სახელმწიფო პროგრამაში მედიკამენტ „ვამოროლონის“ დამატებით, დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, „ჯივინოსტატთან“ ერთად, კიდევ ერთი თანამედროვე პრეპარატი გახდება ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეპარატები პაციენტებისთვის უფასო იქნება.
„დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატის „ვამოროლონი“ შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა. დარჩენილია ტექნიკური პროცედურები. გაიცვლება ხელშეკრულების ხელმოწერილი ვერსიები, რის შემდეგაც სახელმწიფო პრეპარატს შეისყიდის. სახელმწიფო პროგრამაში „ვამოროლონის“ დამატებით, „ჯივინოსტატთან“ ერთად, კიდევ ერთი თანამედროვე პრეპარატი გახდება ხელმისაწვდომი და ეს იქნება სრულიად უფასო პაციენტებისთვის. რაც შეეხება „ჯივინოსტატს“, ეს მედიკამენტი უკვე საქართველოშია და უახლოეს დღეებში დაიწყება გაცემა პაციენტებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
0
0