06/09/2023
13:03
პოლიტიკა
ნინო ლომჯარია ახალ მოძრაობას ქმნის. "საქართველოს ევროპული ორბიტა"- ასე ერქმევა იმ ახალ სამოქალაქო პლატფორმას, რომელსაც ყოფილი სახალხო დამცველი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ჩამოაყალიბებს.
ორგანიზაციის მთავარი მიზანი ევროინტეგრაციის საკითხებზე დისკუსია იქნება. აპირებს თუ არა პოლიტიკოსებთან თანამშრომლობას, ლომჯარია ამბობს, რომ პლატფორმა სამოქალაქოა, თუმცა ნებისმიერ მხარესთან ხედვების გასაზიარებლად მზად არიან.
ყოფილი სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას შეფასება მოჰყვა ოპოზიციაში. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარისთვის გაუგებარია, მიდის თუ არა ნინო ლომჯარია პოლიტიკაში.
"მე ვუსმინე ქალბატონ ლომჯარიას გუშინ და ისიც კი ვერ გავიგე ბოლომდე, პოლიტიკაში მოდის თუ არა. ისიც ვერ გავიგე, რომ მოვიდეს რა უნდა და ახლა სადაც არის, იქიდან პლატფორმის დაფუძნების გარეშე რატომ ვერ აღწევს იმ მიზნებს, როგორც ერთი შეხედვით თვითონ დაასახელა. ისედაც შეგიძლია იზრუნო მაგ მიმართულებით. ამიტომ, მგონია, რომ ქალბატონ ლომჯარიასაც იგივე პრობლემა აქვს ჯერჯერობით, როგორც საქართველოში სხვა ბევრ პოლიტიკოსს - არ ამბობს რა უნდა გულწრფელად და რა იქნებოდა მისი შეცვლილი. მე უკვე პარტია მგონია, სახელს რას დაარქმევს რა მნიშვნელობა აქვს," - აცხადებს იაგო ხვიჩია.
0
0