05/09/2023
17:27
პოლიტიკა
ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ლობისტური კომპანიისთვის 110 000 დოლარის გადახდის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე გამოეხმაურა.
„ეს ლობისტური კომპანია არის დაქირავებული იმისთვის, რომ ამერიკაში „ფორმულას“ და ზოგადად კრიტიკული მედიის პრობლემების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია, რაც ჩვეულებრივი საქმიანობაა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვქონდა სასამართლო რისკები, ჩვენი დამფუძნებლის წინააღმდეგ მიმდინარეობს სასამართლო დავა. მე დეტალურად არ ვიცი, თვითონ ეს კომპანია ლობისტთან რა ფორმით თანამშრომლობდა, უბრალოდ ამ ეტაპზე ჩვენ არ გვყავს ამერიკაში ბიურო, შესაბამისად, იმ კითხვებს, რასაც ვთვლით, რომ ქართული აუდიტორიისთვის საინტერესო შეიძლება იყოს, გამოვიყენებთ იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია ამ კითხვების დასმა“, - აცხადებს „ფორმულას“ გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას მაის-აგვისტოში განხორციელებულ მომსახურებაში 110 000 დოლარი გადაუხადა.
0
0