ლევან იზორიას საპატიო ლეგიონის ეროვნული ორდენის რაინდის წოდება მიენიჭა
13/11/2021
16:53
პოლიტიკა
A-
+A
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო და სრულუფლებიან ელჩს, ლევან იზორიას, საპატიო ლეგიონის ეროვნული ორდენის რაინდის წოდება მიენიჭა.
ქართველმა დიპლომატმა ჯილდო საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2020 წლის 20 ნოემბრის დეკრეტის საფუძველზე, თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.
ლევან იზორია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის პოზიციას 2020 წლიდან იკავებს, მანამდე კი ის მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 2016-2019 წლებში, იზორია საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოზიციას იკავებდა.
0
0
484
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%