
აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობების განახლებას არა ფოტოების გადაღება, უბრალოდ საუბარი და ხელის ჩამორთმევა, არამედ, მათ შორის, კონკრეტული ამერიკელ პოლიტიკოსებთან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისივე შეფასებით, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის აღდგენას მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეუწყობს ხელს.
„გასაგებია, რომ უნდა ჩაატარონ ახალი არჩევნები და გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები. სწორედ ეს უთხრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ქართულ ოცნებას“, როდესაც ვიცე-პრეზიდენტის ციტატა გამოიტანა გზამკვლევად, რომ დემოკრატიული მანდატი არ მოიპოვება ოპონენტების დევნითა და ციხეში ჩასმით. ეს არის გზამკვლევი, რომლის შესრულებაც ნდობის აღდგენის შესაძლებლობას იძლევა. საჭიროა ახალი თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნები და ოპონენტების, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, არის საკვანძო საკითხები, რაც ნამდვილად ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას. ურთიერთობები გადაიტვირთება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს, რეპრესიას, ტერორს შეწყვეტს და ახალ, თავისუფალ არჩევნებს დანიშნავს. ეს მოახდენს გავლენას ურთიერთობების აღდგენაზე“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
0
0