-share.jpg)
“მპოქსის (მაიმუნის ყვავილის) ვირუსის ახალი შტამი, რომელიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ საზღვარზე სწრაფად ვრცელდება, უაღრესად შემაშფოთებელია. ვირუსი მთელ სხეულზე დაზიანებებს იწვევს, ზოგიერთი ადამიანისთვის კი შეიძლება სასიკვდილო იყოს. ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება სქესობრივი გზით გადაცემით, თუმცა არსებობს მტკიცებულება, რომ ეს შტამი ასევე შეიძლება გადამდები იყოს კანთან კონტაქტით. ახალი შტამი ვირუსის საზღვრისპირა და საერთაშორისო გავრცელებას გამოიწვევს", - განაცხადეს გლობალური ჯანდაცვის ექსპერტებმა.
როგორც BBC-ი წერს, 2022 წელს, მაიმუნის ყვავილის მსოფლიო ეპიდემია, მოწყვლადი ჯგუფების ვაქცინაციის შედეგად, კონტროლის ქვეშ მოექცა. თუმცა კონგოში ვაქცინებსა და მკურნალობაზე ნაკლები ხელმისაწვდომობაა და ადგილობრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, ვირუსი შეიძლება სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს.
"ვირუსი შეიძლება აეროპორტებიდან გავრცელდეს, რადგან კონტროლის არარსებობის გამო, დაავადებული ადამიანი ჩვეულებრივ კვეთს საზღვრებს. ეს ყველაზე საშიში შტამია. ჩვენ არ ვიცით, რამდენად სწრაფად ვრცელდება ახალი შტამი ან დაგვიცავს თუ არა მისგან ამჟამინდელი ვაქცინები. ამის შესასწავლად ცდები უნდა ჩავატაროთ, რასაც დიდი დრო დასჭირდება", - თქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის გლობალური ჯანმრთელობის კვლევის პროფესორმა ტრუდი ლენგმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კონგოში 2024 წელს მპოქსის 8000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 384 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან, ძირითადად, 15 წლამდე ასაკის ბავშვები იყვნენ. მეცნიერების განცხადებით, ახალი შტამი საშიშია, ადვილად ვრცელდება და ახალშობილების სიკვდილიანობასაც იწვევს.
0
0
გარდაიცვალა უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე
22/06/2025