
გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი რუსეთის მეზობლების წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტას დათანხმდება, ევროპის კონტინენტი უნდა დაუბრუნდეს რუსეთთან ომამდე არსებულ "მშვიდობიან წესრიგს" და გადაჭრას "საერთო უსაფრთხოების ყველა საკითხი".
კანცლერის თქმით, მას „ცივი ომის“ დროს და მის შემდეგ მიღწეული უსაფრთხოების ზომების აღდგენა სურს: „ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციაზე არსებობდა რუსეთთან ისეთ საკითხებზე საუბარში ჩართულობის „მზაობა“, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და რაკეტების განლაგება. ეს დამოკიდებულია რუსეთის თანხმობაზე - შეწყვიტოს ტერიტორიის გაფართოების მცდელობა“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
ნატოს სხვა მოკავშირეები, როგორიცაა პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, სავარაუდოდ, განსხვავებულ მიდგომას მიმართავენ - ისინი რუსეთის მიმართ ნებისმიერ დათმობაზე წასვლის წინააღმდეგი იქნებიან.
კითხვაზე, თუ როგორ მოიქცეოდა გერმანია ომის დასრულების შემდეგ რუსეთთან მიმართებით, ოლაფ შოლცმა თქვა:
”რუსეთმა დაარღვია სამშვიდობო წესრიგი, რაზეც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვმუშაობდით და შევთანხმდით, რომ საზღვრების გაფართოებისთვის აღარასოდეს უნდა დაფიქსირებულიყო ძალის გამოყენების მცდელობა. დღევანდელი ქმედებებით რუსეთი მე-19, მე-18, მე-17 საუკუნეების იმპერიალისტურ მიდგომას უბრუნდება, როდესაც უფრო ძლიერ ქვეყანას ეგონა, რომ შეუძლია მეზობლის ტერიტორიის დაკავება, მეზობლების თავის სასარგებლოდ გამოყენება და გარკვეულ ტერიტორიებზე იმ წესების დადგენა, რომლებიც მეზობლებმა უნდა დაიცვან. ასეთი მოქმედება ყოვლადმიუღებელია. ჩვენ უნდა მივუბრუნდეთ შეთანხმებებს, რომლებიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში გავაფორმეთ, როგორც საფუძველი მშვიდობისა და უსაფრთხოების წესრიგისთვის ევროპაში. რუსეთი აღიარებს, რომ [დასავლეთში] არსებობენ საზოგადოების ღიად მოაზროვნე, დემოკრატიული წევრები, რომლებიც სრულიად განსხვავებულ გზას მიჰყვებიან - თუ როგორ უნდა მართონ და როგორ უნდა მიიზიდონ ხალხი... საბოლოოდ, ევროკავშირის ან ნატოს წევრი ქვეყნებიდან აგრესია არ მოდის, საერთო უსაფრთხოების ყველა საკითხი შეიძლება მოლაპარაკებით გადაწყდეს. ამის სურვილი ნამდვილად არსებობს“, - თქვა შოლცმა.
0
0
ტრამპი ამბობს, რომ ის ნევროზული ადამიანია
20/12/2025