
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ჯეისონ მიკსი დაიბარეს. ამის მიზეზი კომერციული გემების დაბომბვა, რასაც ინდოეთის სამი მოქალაქე ემსხვერპლა.
ამერიკელ დიპლომატთან შეხვედრის დროს ინდურმა მხარემ პროტესტი გამოხატა.
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინიტროში განაცხადეს, რომ ასეთი თავდასხმები უნდა დასრულდეს და ჰორმუზის სრუტეში შეუფერხებელი და უსაფრთხო ნავიგაცია უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
ინდოეთის საგარეო უწყებაში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული უკვე მეორედ დაიბარეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გვინეა-ბისაუს დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერს, სადაც 20 ინდოელი მეზღვაური იმყოფებოდა, ომანის ზღვაში, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები დაესხა თავს. აშშ-ის პოზიციის თანახმად, გემმა ირანის წინააღდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული ბლოკადა დაარღვია.
სამი კომერციული გემი, მათ შორის პალაუს დროშის ქვეშ მცურავი გემები, აშშ-ის საზღვაო ძალებმა ერთი კვირის განმავლობაში გაანეიტრალეს, რასაც სამი ინდოელი ემსხვერპლა.
0
0