07/11/2021
18:28
პოლიტიკა
მისი თქმით, საქართველო სიმბოლოების დღეა. მან რუსთაველზე შეკრებილებს ერეკლე მეფის დაბადების დღე მიულოცა. ასევე კობა დავითაშვილი გაიხსენა, რომელსაც სიკვდილის შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედალი მიანიჭა.
„დღეს კობას, ჩვენმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენი მიანიჭა და ვფიქრობ, ეს ძალიან სიმბოლურია. დღეს კობა დავითაშვილს, ამ სწორუპოვარ მებრძოლს საქართველოსთვის, ჩვენთვის ყველასთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის, მიენიჭა ღირსების მედალი. ვფიქრობ, ამით ეს დღე უკვე არის დაარსებული. კობა დავითაშვილს 7 ნოემბერს ღირსების ორდენი რომ გადაეცა, ესე იგი ყველა იმ ადამიანს გადაეცა, ყველა თქვენგანს, რომელიც იმ დღეს აქ იყო და გულშემატკივრობდა იმას, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. მზად იყო, ამისთვის საკუთარი სიცოცხლე გაეწირა“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
პარლამენტთან გამართულ აქციაზე 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ. აქციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობია“.
0
0