06/11/2023
13:37
მსოფლიო
მოლდოვაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მმართველი პარტიის დამარცხებით დასრულდა. კიშინიოვი ხმათა უმეტესობა პარტიამ ეროვნული ალტერნატიული მოძრაობა (MAN) მოიპოვა.
MAN-ს 2022 წლის დეკემბერში კიშინიოვის ამჟამინდელმა მერმა იონ ჩებანმა დააფუძნა. პარტიამ საკრებულოს 33.10% მოიპოვა, ხოლო თავად ჩებანმა 50%-ზე მეტი აიღო და დედაქალაქის მერობა შეინარჩუნა.
კიშინიოვის საკრებულოში მმართველი პარტია PAS მეორე ადგილს 32.88%-ით იკავებს, მესამე ადგილზე 9.64%-ით სოციალისტური პარტია PSRM გავიდა. PAS-ის ყოფილი წევრია მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ.
სიდიდით მეორე ქალაქ ბელცში დამოუკიდებელმა კანდიდატმა არინა კორშიკოვამ გაიმარჯვა. მმართველი პარტია ასევე დამარცხდა ედინციში, ორგეევში და კომრატში.
ჩებანი წარსულში მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის მრჩეველი იყო. 2015-2019 წლებში კიშინიოვის საკრებულოს წევრი PSRM-დან, 2019 წლიდან დღემდე კიშიონიოვის მერი, 2022 წლიდან MAN-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. წარსულში რუსული კავშირების მიუხედავად დღეს ჩებანი ოფიციალურად ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, ასევე გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინაში.
რაც შეეხება ღიად პრორუსულ პოლიტიკურ პარტია The Chance-ს, ხელისუფლებამ პარტიის კანდიდატებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.
0
0
თბილისში აფეთქება მოხდა
17/11/2024