
დაუშვებელია დატენილი ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვიებით სავსე რამდენიმე მჭიდი წაიღო რაიმე სახის პროტესტზე. არ გაქვთ კანონის დარღვევისა და ძალადობის წაქეზების უფლება, - ასე გამოეხმაურა FBI-ს დირექტორი კეშ პატალი მინესოტაში განვითარებულ მოვლენებს. Fox News-თან საუბრისას მან აღნიშნა, რომ მთავრობა ყოველთვის დაიცავს მშვიდობიანი პროტესტი უფლებას და დასძინა, რომ FBI მომხდარს იძიებს.
„მშვიდობიანი პროტესტის უფლებას ყოველთვის დავიცავთ, თუმცა მთელს ქვეყანაში ვხედავთ ტენდენციას, რომ პროტესტი ძალადობრივ სცენარებად გარდაიქმნება და ხალხი სამართალდამცველებს თავს ესხმის. ეს არის წითელი ხაზის გადაკვეთა და ამ დროს ერთვებიან სამართალდამცველებიც“, - განაცხადა პატელმა.
ქალაქ მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი - 37 წლის ალექს პრეტი მოკლეს. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა კაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი. თუმცა, შტატისა და ფედერალურმა ოფიციალურმა პირებმა პრეტის გარდაცვალებამდე განვითარებული მოვლენების შესახებ, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გაავრცელეს.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა მიმდინარე თვეში, როდესაც ქალაქში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საემიგრაციო კანონმდებლობის აღსრულების გამკაცრების კამპანიის ფარგლებში, ფედერალურმა აგენტებმა ადგილობრივი მცხოვრები მოკლეს. დაახლოებით 3 კვირის წინ, საემიგრაციო აგენტებმა ამავე ქალაქში რენე გუდი მოკლეს.
0
0