კარავში, მცირეწლოვანი ბიჭი ბაბუასთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს
27/09/2024
11:29
მსოფლიო
A-
+A
უელსში, 12 წლის ბიჭი, ბაბუასთან ერთად, კარავში გარდაცვლილი იპოვეს.
პოლიციის ინფორმაციით, კაისი ბრაუნი და მისი 66 წლის ბაბუა დევიდ ბრაუნი, ქალაქგარეთ ლაშქრობაზე იმყოფებოდნენ. ისინი ნახშირჟანგით მოწამვლის შედეგად დაიღუპნენ, რაც გაზქურიდან გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
პოლიციას ინციდენტის შესახებ კაისის ბიძამ შეატყობინა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ბაბუისა და შვილიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმების განცხადებით, ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მათი სიკვდილი სისხლში ნახშირჟანგის მაღალმა დონემ გამოიწვია.
Dailymail-ის ინფორმაციით, ინციდენტზე გამოძიება გრძელდება.
0
0
42
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%