17/03/2023
22:33
მსოფლიო
ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი 5 მილიონ რუბლს გადაიხდის ყურანის დაწვაში მონაწილეების “ლიკვიდაციაში”, ხოლო “ცოცხლად აყვანაში” - 10 მილიო რუბლს.
როგორც ცნობილია, გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს თუ როგორ იყენებს, სავარაუდოდ, უკრაინულ სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი ყურანის ფურცელს ცეცხლის დასანთებად.
„როდესაც ეს მოხდება - დღეს, ხვალ, ერთ წელიწადში, ამ ადამიანს ფული დაელოდება. და არ არქვს მნიშვნელობა, ვინ გააკეთებს ამას: ოცეული, ჯგუფი, მარტოხელა, აკოპის მეზობელი.... თანხა სრულად გადაირიცხება“ - წერს კადიროვი თავის ტელეგრამ-არხში.
კადიროვის აღშფოთების შემდეგ აღნიშნული ვიდეო TikTok-ის ანგარიშიდან მოიხსნა.
მანამდე მედია წერდა, რომ კადიროვი ემუქრებოდა უკრაინულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ადამიანებს, რომლებმაც ვიდეოში ყურანის გვერდი დაწვეს.
0
0