
27 წლის რეზენდო ტელეზი დააკავეს მას შემდეგ, რაც მან სავარაუდოდ, მოიპარა ადამიანის ფეხი და შეჭამა. მამაკაცი კალიფორნიაში 2024 წლის 22 მარტს დააკავეს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, უცნობი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მას მატარებელი დაეჯახა. შეჯახების შემდეგ მან ფეხი დაკარგა. იქვე იმყოფებოდა რეზენდო ტელეზიც. მოწმეებმა დაინახეს, როგორ აიღო მან სხეულის ნაწილი შემთხვევის ადგილიდან. შემდეგ კი მისი ჭამა დაიწყო.
ერთმა მოწმემ გადაიღო ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ტელეზი ატარებდა ფეხს და აქეთ-იქით ატრიალებდა.
„ვიდეოზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, ნათლად ჩანს, რომ მან ფეხის და ყველაფრის ღეჭვა დაიწყო“, - თქვა იბარამ.
სადგურის თანამშრომლებმა სასწრაფოდ გამოიძახეს პოლიცია, რათა ეცნობებინათ მათ დანაშაულის შესახებ.
ტელეზი დააკავეს ინციდენტის შემდეგ და ბრალი წაუყენეს სხეულის ნაწილის გადატანაში.
0
0