
მსოფლიო სუპერვარსკვლავის, ჯასტინ ტიმბერლეიკის მასშტაბურ შოუმდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე შპს „სთარინგ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ იმყოფებოდა.
კულტურის მინისტრის თქმით, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
როგორც თინათისაზნ რუხაძემ აღნიშნა, დღევანდელ გრანდიოზულ შოუს 55 ათასი ადამიანი დაესწრება. კონცერტზე დასასწრებად ქვეყანაში 20 000-ზე მეტი ტურისტია ჩამოსული; პროექტის ორგანიზებაში მონაწილეობს 2000-ამდე ჩვენი თანამემამულე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰქონდეს რეგიონში კულტურული ჰაბისა და კულტურის დედაქალაქის ფუნქცია.
ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ კულტურის მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათა სვანიძე, შპს „სთარინგ ჯორჯიას“ დირექტორი თამარ ჩხაიძე და პროექტების მენეჯერი ციცი იაშვილი
0
0