22/06/2023
11:59
მსოფლიო
ჩრდილო ატლანტის ოკეანეში ხუთი მგზავრისთვის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
დაკარგულ წყალქვეშა აპარატ “ტიტანზე” დარჩენილი ჟანგბადი მათ მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში ეყოფათ.
აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, კანადურმა სამხედრო თვითმფრინავმა სამძებრო სამუშოებისას წყვეტილი „დარტყმის“ ხმები, ულტრაბგერითი ტივტივებით, 30-წუთიანი ინტერვალებით დააფიქსირა. თუმცა, როგორც აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა განმარტა, მათ "ვერ იპოვეს ის არეალი, თუ საიდან იწყება ხმაური".
სამაშველო ჯგუფებს ჟანგბადის რაოდენობა დღეს შუადღისას ამოეწურებათ.
„ტიტანის“ ბორტზე იმყოფებიან OceanGate Expeditions Stockton Rush-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, სტოკტონ რაში, ბრიტანელი მილიარდერი მკვლევარი ჰემიშ ჰარდინგი, ცნობილი ფრანგი მყვინთავი პოლ-ანრი ნარჟოლე, პაკისტანელი ბიზნესმენი შახზადა დავუდი და მისი 19 წლის ვაჟი სულემან დავუდი.
როგორც შახზადა დავუდის დამ, საბრინა დავუდმა Sky News-ს განუცხადა, დავუდის ოჯახი მხოლოდ მისი ძმისა და ძმისშვილის გადარჩენაზეა ორიენტირებული და მათი უსაფრთხო დაბრუნების იმედი აქვს.
ამერიკული კომპანია OceanGate-ის ერთ-ერთი ინვესტორის წარმომადგენლის განცხადებით, "ტიტანი", რომელიც სამი დღის წინ დაიკარგა ჩაძირული „ტიტანიკის“ ნამსხვრევებთან, დაპროექტებული იყო იმისთვის, რომ ზედაპირზე დაბრუნებულიყო ჩაძირვიდან 24 საათის შემდეგ.
წყალქვეშა ხომალდი 18 ივნისს, დილით, ჩაიძირა. ბორტზე მყოფები ჩაძირული ლაინერის „ტიტანიკის“ ნამსხვრევების შესწავლას აპირებდნენ. დაახლოებით ერთი საათისა და 45 წუთის შემდეგ „ტიტანმა“ პოლარ პრინსის ეკიპაჟთან კონტაქტი დაკარგა.
0
0