22/06/2023
11:53
მსოფლიო
ბატისკაფი "ტიტანი", რომელიც სამი დღის წინ დაიკარგა ჩაძირული „ტიტანიკის“ ნამსხვრევებთან, დაპროექტებული იყო იმისთვის, რომ ზედაპირზე დაბრუნებულიყო ჩაძირვიდან 24 საათის შემდეგ - განაცხადა ამერიკული კომპანია OceanGate-ის ერთ-ერთი ინვესტორის წარმომადგენელმა აარონ ნიუმენმა.
ნიუმენის თქმით, რომელიც ასევე ჩასული იყო წყალქვეშ 2021 წელს, ტიტანი ინარჩუნებს წყალქვეშა ბალასტს - მძიმე წონებს, რომლებიც გემების სტაბილურობას უწყობს ხელს, რომლებიც ავტომატურად გამოთავისუფლდებიან 24 საათის შემდეგ, რათა წყალქვეშა ნავი ზედაპირზე ამოვიდეს.
„ის დაპროექტებულია ისე, რომ დაბრუნება შეძლოს” - განუცხადა მან CNN-ს.
ნიუმენის თქმით, ეკიპაჟის წევრებს ეუბნებიან, რომ მათ შეუძლიათ ბალასტის გადაყრა ან პნევმატური ტუმბოს გამოყენებით ტვირთის მოსაშორებლად. მისივე თქმით, თუ არაფერმა უშველა, მაშინ ამ შემთხვევაში, ბალასტის დამცავი კაბელები 24 საათის შემდეგ უნდა დაიშალოს, რაც ავტომატურად ამოაგდებს ბატისკაფს ოკეანის ზედაპირზე.
წყალქვეშა ხომალდი 18 ივნისს, დილით, ჩაიძირა. ბორტზე მყოფები ჩაძირული ლაინერის „ტიტანიკის“ ნამსხვრევების შესწავლას აპირებდნენ. დაახლოებით ერთი საათისა და 45 წუთის შემდეგ „ტიტანმა“ პოლარ პრინსის ეკიპაჟთან კონტაქტი დაკარგა.
0
0