22/06/2023
17:22
პოლიტიკა
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრესი იყო, ცხადია, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს გასაკეთებელი, – ამის შესახებ სტოკჰოლმში, ევროკავშირის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის საკითხებში შვედეთის მინისტრმა, ჯესიკა როსვალმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მკაფიო, ერთიანი გზავნილის გაგზავნა შემდგომი რეფორმების საჭიროების ჩათვლით.
„ჩვენ უნდა დავიწყოთ დისკუსია, როგორ გახდეს ევროკავშირი მორგებული მომავალი გამოწვევებისთვის და საერთო ენის გამონახვა იმის შესახებ, რისგან უნდა შედგებოდეს აუცილებელი რეფორმები, ადვილი არ იქნება. გარდა ამისა, ჩვენ გვყავდა მოწვეული გაფართოების საკითხებში კომისარი, ოლივერ ვარჰეი, რათა წარმოედგინა უკრაინის, მოლდოვის, ასევე, საქართველოს ან მათი ევროკავშირში წევრობის განაცხადის რეფორმების პროგრესი.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრესი იყო, ცხადია, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს გასაკეთებელი, ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მკაფიო, ერთიანი გზავნილის გაგზავნა, შემდგომი რეფორმების საჭიროების ჩათვლით. დარწმუნებული ვარ, რომ განახლების შინაარსს ყურადღებით შეისწავლიან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო და გამოიყენებენ ხელმძღვანელობას შემდგომი რეფორმებისთვის შემოდგომაზე გაფართოების პაკეტის განხორციელებამდე. როგორც უკვე ვთქვი, გარკვეული პროგრესი იყო საქართველოშიც და მნიშვნელოვანია, დავინახოთ მათი გზა ევროკავშირისკენ“, – აღნიშნა ჯესიკა როსვალმა.
წყარო: საქართველოს პირველი არხი
0
0