
სექს-მუშაკები იტალიის ქალაქ ბოლონიაში შეიკრიბნენ და განიხილეს თუ როგორ აისახება ქვეყნის კანონმდებლობა სექს-მუშაობის შესახებ მათ ცხოვრებაზე. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.
იტალიაში მსგავსი ღონისძიება პირველად ჩატარდა ბოლო 20 წლის განმავლობაში. მისმა მონაწილეებმა ბოლონიის ქუჩებში მსვლელობაც გამართეს. ისინი ამბობენ, რომ იტალიაში ამ სფეროს წარმომადგენლების მიმართ ჯერ კიდევ 1958 წლიდან ძალზე მტრული დამოკიდებულებაა. სწორედ მაშინ ამ ქვეყანაში ე.წ. „ტოლერანტობის სახლები“ დახურეს.
ეს სახლები იქ 1800-იანი წლებიდან არსებობდა და სექს-მუშაკებს იქ თავის კლიენტებთან შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონდათ. ეს საკმაოდ უსაფრთხო ადგილებად ითვლებოდა.
მაგრამ ამ სახელობის გაუქმების შემდეგ სექს-მუშაკები ქუჩაში გავიდნენ, სადაც პირობები ხშირად უსაფრთხო არ არის. 2019 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, სექს-მუშაკთა უმრავლესობა, 79% ქალები არიან, მათ შორის 19,6% ტრანსგენდერია. ეს არის ჯგუფი, რომელიც გენდერული ძალადობის მიმართ განსაკუთრებით დაუცველია.
„ტოლერანტობის სახლების“ დახურვის გარდა, იტალიაში 1958 წელს მიიღეს კანონი, რომლის მიხედვით, პასუხისგებაში შეიძლება მიეცეს პირი, რომელიც სექს-მუშაკი არ არის, მაგრამ პროსტიტუციისგან ის მოგებას იღებს.
ეს კანონი მიღებული იყო სექსუალური ექსპლუატაციის და ადამიანებით ვაჭრობის დაუშვებლობისთვის, მაგრამ ის სექს-მუშაკებს ბევრ პრობლემას უქმნის.
ასე, მაგალითად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში შეიძლება მისცეს პირი, რომელმაც სექს-მუშაკს ბინა მიაქირავა, თუ დადგინდა, რომ მან მოიჯარის საქმიანობის შესახებ იცოდა.
თუ თვითონ სექს-სამუშაო იტალიაში კრიმინალიზებული არ არის, მესამე პირთა პასუხისმგებლობის შესაძლებლობა მას დე-ფაქტო კრიმინალიზებულად აქცევს.
„პროსტიტუციის ხელშეწყობა და მისკენ წაქეზება კრიმინალური დანაშაულია და ადამიანი ამისთვის შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს. ეს სექს-მუშაკებზე სერიოზული ზეწოლაა. ანუ სახლში ისინი ვერ მუშაობენ, ხოლო თუ გარეთ გავლენ, იქ საზოგადოებრივ ადგილს იკავებენ“, - ამბობს მარია პია კოვრე, რომელიც სექსმუშაკად 40 წელი მუშაობდა და ამ სფეროს წარმომადგენლების უფლებადამცველია.
სექს-მუშაკები, რომლებიც ბოლონიაში შეიკრიბნენ, „ტოლერანტობის სახლების“ აღდგენას და სექს-ბიზნესის ლეგალიზაციას არ ითხოვენ. ისინი იმ კანონის გაუქმებას მოითხოვენ, რომელიც მესამე პირთა პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და სექს-მუშაკებისთვის იგივე უფლებებს ითხოვენ, რაც ქვეყანაში სხვა მუშაკებზე ვრცელდება.
ასევე ისინი ამ პროფესიის სტიგმატიზაციის გაუქმებას მოითხოვენ, და რომ ეს გახდეს ჩვეულებრივი საქმე, როდესაც დასაქმებული იხდის გადასახადებს, შეუძლია სახლის ქირაობა და პოლიციაში საჩივრის შეტანა, თუ მუშაობის დროს მასზე თავდასხმა განხორციელდა.
„სექს-მუშაკების პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ მათ ხშირად „სხვებად“ თვლიან, ვისთანაც ისე უნდა მოიქცე, თითქოს სხვებზე საშიშები არიან. სექს-მუშაკებს უმრავლესობა უყურებს როგორც მსხვერპლს, რომელიც უნდა გადაარჩინო, ან დამნაშავეს, რომელიც უნდა დასაჯო“, - ამბობს სექს-მუშაკი ელეტრა არაზატა.
„ჩვენ ხომ ვდგავართ თქვენს გვერდით სუპერმარკეტში, ფოსტაში, სკოლაში, რომ ბავშვები წამოვიყვანოთ, შეიძლება არც იცოდეთ, რომ თქვენს ნაცნობებში იყვნენ სექს-მუშაკები. ჩვენ საზოგადოების ნაწილი ვართ და „სხვები“ არ ვართ.
ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგ. ნიდერლანდებსა და გერმანიაში, სექს-მუშაობა ლეგალურია.
იტალიის სექს-მუშაკები ბელგიის მოდელის მიღებას მოითხოვენ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ამ სფეროს დეკრიმინალიზაცია მოახდინა. ამ კანონია მიხედვით, ზრდასრულ ადამიანს დაძალების გარეშე შეუძლია სექსუალური მომსახურების გაწევა ან მისი მიღება. ამასთანავე, კანონები ადამიანთა ვაჭრობის, ძალადობის და არასრულწლოვანთა სექს-ბიზნესის წინააღმდეგ კვლავ ძალაში რჩება.
სექს-ბიზნესი ახალ ზერლანდიაშიც დეკრიმინალიზებულია. მას პროსტიტუციის სფეროს რეფორმირების კანონს უწოდებენ. კანონის მიღებიდან 5 წლის შემდეგ კვლევებმა აჩვენა, რომ ის ეფექტიანად მუშაობს.
რაც მთავარია, კანონმა სამართალდამცველ ორგანოებს სექს-მუშაკების დაცვა და არა მათი კრიმინალიზაცია დაავალა. ანუ პოლიცია ახალ ზელანდიაში სექს-მუშაკებს ძალადობისგან იცავს.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025