
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის სამიტის წინ ევროპელი, უკრაინელი და ამერიკელი ოფიციალური პირები ერთმანეთს დიდ ბრიტანეთში შეხვდებიან. ინფორმაციას Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინა და ნატოს რამდენიმე მოკავშირე შეშფოთებულია იმით, რომ ტრამპი, შესაძლოა, პუტინის გეგმას ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით დათანხმდეს ისე, რომ მათი პოზიციები არ გაიზიაროს.
დიდ ბრიტანეთში შეხვედრის გამართვის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გუშინ აშშ-ის, უკრაინისა და ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებმა სატელეფონო კონფერენცია გამართეს. შეხვედრის მიზანი საერთო პოზიციებზე შეთანხმება იქნება. აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში უკვე იმყოფება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი.
ტრამპისა და პუტინის სამიტი 15 აგვისტოს ალასკაზე გაიმართება.
0
0