
ირანი, რუსეთთან ერთად თუ მის გარეშე, ხელს შეუშლის ამერიკული დერეფნის შექმნას კავკასიაში - ვალაიათი
ალი აკბარ ვალაიათი, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლას მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, Tasnim-თან ინტერვიუში:
"სამხრეთ კავკასია არ არის უპატრონო რეგიონი ტრამპისთვის მისაქირავებლად. კავკასია მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე წერტილია და ეს კორიდორი გახდება არა ტრამპის კორიდორი, არამედ მისი დაქირავებული მებრძოლების სასაფლაო.
ეს დერეფანი შეცვლის რეგიონის გეოპოლიტიკურ პოზიციას, გადააადგილებს საზღვრებს და მიზნად ისახავს სომხეთის გაყოფას.
სხვა ქვეყნისთვის დერეფნის გაქირავების იდეა გულუბრყვილოა და ტრამპი თავს გულუბრყვილოდ ასაღებს. მსოფლიოს მეორე მხარეს დერეფნის ქირაობის შესახებ განცხადება იგივეა, რაც ჩვენი რეგიონიდან ვინმეს პანამის არხის ქირაობა რომ სურდეს! ეს შეუძლებელია და არც მოხდება.
ტრამპი უძრავი ქონების აგენტივით იქცევა, რომელსაც მიწის ან რეგიონის ქირაობა სურს.
ამ შეთქმულების განხორციელება საფრთხეს შეუქმნის სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას. ამასთან დაკავშირებით, ირანი აცხადებს, რომ იმოქმედებს რეგიონის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც რუსეთთან ერთად, ასევე მის გარეშე. რუსეთი, ირანის აზრით, სტრატეგიულად ეწინააღმდეგება ამ კორიდორს,"- აცხადებს ალი აკბარ ვალაიათი.
0
0