12/12/2023
11:49
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ნათანიელ თეკის განცხადებით, აშშ ისრაელის მთავრობას მოუწოდებს, რომ ,,მშვიდობიან მოსახლეობაზე უფრო მეტად იზრუნოს“.
„მიგვაჩნია, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ისრაელმა ადამიანთა სიცოცხლე დაიცვას და ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებს მშვიდობიან მოსახლეობაზე წვდომის შესაძლებლობა, ასევე უფრო ზუსტი და მკაფიო მითითებები მისცეს.
ისრაელს შეუძლია, რომ მიაღწიოს სტრატეგიულ გამარჯვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას დაიცავს და უფრო ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაზე იმუშავებს. აშშ ცდილობს, წინ წამოწიოს ეს ორი ასპექტი - მორალური და სტრატეგიული“, - განუცხადა ნათანიელ თეკმა BBC-ს.
როგორც BBC-ი წერს, შეერთებულ შტატებს, გარკვეული კუთხით, აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მან უფრო მეტი არ გააკეთა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შესაჩერებლად.
0
0