03/11/2023
11:42
მსოფლიო
ისრაელი გაეროს ექსპერტებს, ღაზაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, „ჰამასის“ პროპაგანდის გამეორებაში ადანაშაულებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს მისიის მანდატის მქონე ექსპერტების განცხადებით, ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეები "გენოციდის" დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან და ამის თავიდან ასაცილებლად დრო იწურება.
მომხსენებელთა სპეციალური ჯგუფის მტკიცებით, ისრაელი ღაზას სექტორის „მთლიანად განადგურებას“ გეგმავს. შვიდი ექსპერტი ისრაელს და მის მოკავშირეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმებისკენ, ხოლო „ჰამასს“ და სხვა ბოევიკებს - მძევლად აყვანილი ყველა მშვიდობიანი მოქალაქის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
„ღაზაში არსებულმა ვითარებამ კატასტროფულ გარდამტეხ წერტილს მიაღწია“, - ნათქვამია გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებაში.
„გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომ გენოციდის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ გაეროს შესაბამისი სასამართლო ორგანოს მიერ,“ - წერს Reuters-ი.
ასევე, ისრაელმა „ჰამასი“ მშვიდობიანი მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენებისა და ტერორისტული ოპერაციების ხელშეწყობისთვის დაადანაშაულა.
„ისრაელს ამჟამინდელი ომი „ჰამასის“ ტერორისტებმა მოუწყვეს, რომლებმაც 7 ოქტომბერს 1400 ადამიანი დახოცეს და 243 ბავშვი, მამაკაცები და ქალები გაიტაცეს“, - ნათქვამია გაეროში ისრაელის მისიის განცხადებაში.
0
0