
მათ ეშინიათ ყველა იმ ჯგუფის, ყველა იმ ადამიანის, ვინც სიმართლეზე საუბრობს - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვრივალობა- საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, რითაც სუს-ის მიერ გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა.
ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა იმასთან დაკავშირებით - რატომ აკეთებენ ამას. აკეთებენ ამას იმიტომ, რომ თვითონ ეშინია ყველა იმ ჯგუფის, ყველა იმ ადამიანის, ვინც სიმართლეზე საუბრობს. უბრალოდ ძალიან დიდი შიშია. კიდევ ერთხელ, წლების განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ისინი ვერ გაგვაჩერებენ, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ისტორიის სწორ მხარეს. ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას და ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ. ამიტომ ვართ ძლიერები. ამიტომ ვახერხებთ ამდენს. რა თქმა უნდა, გაბრაზებულები არიან. რა თქმა უნდა, ცდილობენ ახლა, რომ ნახონ კონკრეტული ადამიანები - ჯგუფები, რომლებსაც დაუპირისპირდებიან და მათ დააბრალებენ ამ ყველაფერს. მაგრამ ყველაფერი რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ყველაფერი ჩვენ არ შეიძლება რომ გვიხაროდეს, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის რეპუტაციაზე არის საუბარი, მართლა წარმოუდგენელია აქამდე როგორ მიიყვანეს ეს ქვეყანა", - აცხადებს ეკა გიგაური.
0
0