ისეთი ფონდების დაყადაღება, რომლებიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს აფინანსებენ, სახელმწიფოსგან სრულიად ლეგიტიმურია - ეკა სეფაშვილი
A-
+A

„ეს ფონდები გაცილებით უფრო ადრე უნდა დაყადაღებულიყო. ვფიქრობ, ამ მიმართულებით გამოძიება საკმაოდ გაიწელა“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა, პროკურატურის მიერ დაყადაღებული იმ ფონდების თემაზე კომენტირებისას, რომლებიც, პროკურატურისვე განცხადებით, მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და, ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას.
ეკა სეფაშვილის განცხადებით, ისეთი ფონდების დაყადაღება, რომლებიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს აფინანსებენ, სახელმწიფოსგან სრულიად ლეგიტიმურია.
„ამგვარი ფონდების დაყადაღება არის ძალიან ნორმალური და ლეგიტიმური ნაბიჯი სახელმწიფოსგან, რადგან როცა ფინანსირდება საბოტაჟი და ხელი ეწყობა აგრესიას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ არის მიმართული, რა თქმა უნდა, შესაბამისმა ინსტიტუტებმა უნდა იმოქმედონ.
წარმოიდგინეთ, კანონი გამკაცრდა მიტინგებზე ძალადობასთან მიმართებით. ანუ, ეს კანონი არ ეხება ჩვეულებრივ მომიტინგეს, რომელიც პროტესტს გამოთქვამს, არამედ ეხება მას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ხალხის რაოდენობა საკმარისი არ არის, მაინც შეეცდება ქუჩის გადაკეტვას და ა.შ. და როდესაც მას გამოუწერენ ჯარიმას, რომელიც, ზუსტად იმიტომ გაიზარდა, რომ მას პრევენციული ხასიათი ჰქონდეს, უცებ რაღაც ფონდი მიდის და ეუბნება ამ მომიტინგეს - შენ მაინც გადაკეტე ქუჩა, მაინც ჩაიდინე კანონსაწინააღმდეგო ქმედება და მე დაგიფინანსებო. ანუ, გამოდის, რომ კანონს პრევენციული ხასიათი აღარ აქვს და კანონსაწინააღმდეგო ქმედება წახალისებულია. დღეს მოვუსმინე პროკურატურის განცხადებას, სადაც აღნიშნეს, რომ ამ ფონდების გადარიცხვებში პირდაპირ ეწერა აქციის წინა ხაზზე მდგომი ბავშვებისთვის აირწინაღების შეძენასთან დაკავშირებით. ანუ, ამით ნათქვამია, რომ, მიდი, შეებრძოლე პოლიციელს, ესროლე „მოლოტოვის კოქტეილი“ და მე მოგცემ აღჭურვილობას, რომ შენ ნაკლებად დაზიანდეო. შესაბამისად, ძალადობრივი მიტინგის წაქეზება მიმდინარეობდა. აქ ბანერის დაბეჭდვასა და მშვიდობიანი პროტესტის წაქეზებაზე არ არის საუბარი, აქ ძალადობისა და აგრესიული ქმედებების, საბოტაჟის დაფინანსებაზეა აქცენტი. თორემ, მშვიდობიან მიტინგებს არავინ კრძალავს საქართველოში და არც კანონები არ არსებობს ამის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
0
0
27
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%