07/09/2023
11:03
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის პირდაპირ რისკფაქტორი ქვეყნის სტაბილურობისთვის და დემოკრატიული სისტემისთვის. ამის შესახებ კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დეპუტატი აცხადებდა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ მიაღწევს „ნაცმოძრაობის“ დაშლას. მართლა უნდა გაგეცინოს, იმიტომ, რომ ისეთი დაშლილია უკვე „ნაციონალური მოძრაობა“, შეიძლება ელიავაზეც არ ჩაიბარონ.
„სულ სამნი იყვნენ და ვაშაძე გამოეყო ზურა ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას. ანუ ერთი კაცი გამოეყო ორ კაცს, ამ დონეზე არის დაშლილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. იქ „ევრონაცები“, აქეთ „ნაცები, იქით „ლელო“ - საერთოდ გაუგებარი პარტია თავისი საბა ბუაძით და ა.შ. წარმოუდგენელი რამ ხდება კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და ძალიან კარგი პროცესები ვითარდება საბოლოო ჯამში, რაც ჩვენ უფრო გვიმყარებს პოზიციებს და, რაც მთავარია, ჩვენს სახელმწიფოს უმყარებს პოზიციებს.
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის პირდაპირ რისკფაქტორი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის, დემოკრატიული სისტემისთვის, ყველაფრისთვის, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებას. რაც უფრო მეტად დაიშლება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რა თქმა უნდა, მით უკეთესი“, - აცხადებს კობახიძე.
0
0