05/09/2023
22:52
პოლიტიკა
როცა მოწყდა ის ამომრჩეველს და დაიწყო ამ ამომრჩევლის ლიდერის გინება, დაემართა პოლიტიკურად ის, (დაბალი რეიტინგი) რაც დაემართა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის Facebook-პოსტს გამოეხმაურა.
„გაფრთხილებაა, ეს არ არის დამუქრება. გიგა ბოკერიასაც თავისი კონკრეტული ამომრჩეველი ჰყავდა, როცა ის ჩვენს პარტიაში იყო, როგორც ერთ-ერთ წევრს. როცა მოწყდა ის ამომრჩეველს და დაიწყო ამ ამომრჩევლის ლიდერის გინება, ნაცვლად იმისა, რომ თავისი ამომრჩეველი შეექმნა, ამიტომ დაემართა პოლიტიკურად ის, (დაბალი რეიტინგი) რაც დაემართა“, - აცხადებს ბარამიძე.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა. როგორც სააკაშვილი წერს, ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება.
ყოფილი პრეზიდენტის პოსტს გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, რომელმაც განაცხადა:
„შავრაზმელობა, პოპულიზმი, ფარისევლობა, ბელადომანია როცა ავტომატურად მისაღები ხდება დიდი ოპოზიციური ძალისთვის, ეს არის კატასტროფა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის, რაც უნდა შეიცვალოს. ამ თვალსაზრისით ჩვენი გზები გაყოფილია და ვერასდროს შეერთდება.“
0
0