03/11/2023
14:20
მსოფლიო
ირანის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ლენგერუდში ნარკოტიკების მომხმარებელთა რეაბილიტაციის ცენტრში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 32 ადამიანი ემსხვერპლა.
კასპიის ზღვის პროვინციის ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ცეცხლის გაჩენის შედეგად დაშავებული 16 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სამათალდამცველთა ცნობით, ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი და მიმდინარეობს გამოძიება. სარეაბილიტაციო ცენტრი საცხოვრებლით 40-მდე ნარკოდამოკიდებულს უზრუნველყოფდა.
როგორც BBC აღნიშავს, ირანში ოპიოიდებზე დამოკიდებულ ადამიანთა რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ყველაზე მაღალია.
გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ცნობით, 2020 წლის განმავლობაში მსოფლიოში ამოღებული ჰეროინისა და მორფინის საერთო რაოდენობის 47% ირანზე მოდის.
ირანში ნარკოტიკების შეტანასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაზე სიკვდილით დასჯა მოქმედებს, თუმცა, მომხმარებელთათვის არაერთი რეაბილიტაციის პროგრამა მოქმედებს.
0
0