ირანის ბანკებზე მასშტაბური კიბერშეტევაა.
უცხოური მედია წერს, რომ მწყობრიდან გამოვიდა საფინანსო ინსტიტუტების ნაწილი. მოსახლეობაში პანიკაა, რიგებია ბანკომატებთანაც.
როგორც მოქალაქეები აცხადებენ, რომ ბანკომატებზე კიბერშეტევის შედეგად გაჩნდა შემდეგი შეტყობინება:
„ძვირფასო კლიენტებო,
ამ ბანკომატიდან თანხის მიღება შეუძლებელია. ეს გამოწვეულია იმით, რომ ირანის მთელი ეროვნული ბიუჯეტი და რესურსები ომებისა და ისლამური რესპუბლიკის რეჟიმის კორუმპირებული რელიგიური ლიდერებისკენ არის მიმართული. ჩვენ დიდ ბოდიშს ვიხდით."
მედია ასევე წერს, რომ აღნიშნული კიბერშეტევა შესაძლოა უკავშირდებოდეს ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის მუქარას.
Ირანის ბანკებზე განხორციელებული კიბერშეტევა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურად შეფასდა. Თუმცა, სხვა წყაროებისა და ირანის ოფიციალური პირების მიერ ინციდენტი ოფიციალურად ჯერჯერობით არ დასტურდება.
0
0