
"ადვოკატთა ასოციაცია ვერ იქნება ფილიალი რომელიმე პარტიის" - აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი ყანდაშვილი და აღნიშნავს, რომ მისი თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში ასოციაცია იქნება აპოლიტიკური.
რადიო "სივრცეში" საუბრისას, ყანდაშვილმა იმ კანდიდატებს მიმართა, რომლებიც ფიქრობენ რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა შეუძლებელია.
"სადაც პოლიტიკური ინტერესი ერევა პროფესიაში, იქ პროფესია ინგრევა. გადახედეთ ვენეციის კომისიის მოსაზრებებს, საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებს, რომ წევრთა ერთობა უნდა იყოს აპოლიტიკური, პოლიტიზება კი რისკს უქმნის პროფესიული გაერთიანებების ნეიტრალიტეტს, რაშიც მისი სიძლიერე მდგომარეობს. ასევე, პროფესიული გაერთიანებების პოლიტიზება, მას პოლიტიკურ კლუბად აქცევს“ - განაცხადა ყანდაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ მისი თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში არ დაუშვებს ასოციაციის პოლიტიზებას და იმავდროულად იქნება ნებისმიერი ადვოკატის დამცველი, თუ ის რომელიმე პოლიტიკური პარტიის მომხრე იქნება და პოლიტიკური ნიშნით დევნა დაემუქრება.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს 14 დეკემბერს აირჩევენ.
0
0