27/09/2024
10:56
მსოფლიო
აღმოსავლეთ ინდოეთში, ჯიტია პარვის ინდუისტური რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნისას, სულ მცირე, 46 ადამიანი, მათ შორის 37 ბავშვი და 7 ქალი, დაიხრჩო.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინციდენტები ბიჰარის შტატის 15 რაიონში დაფიქსირდა. კატასტროფების მენეჯმენტის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ხალხი წყალდიდობის შედეგად ადიდებულ მდინარეებსა და აუზებში რიტუალური ბანაობის დროს დაიღუპა. ამ დღესასწაულში დედები მონაწილეობას, მათი რწმენით, შვილების კეთილდღეობისთვის იღებენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, დაღუპულთა საერთო რაოდენობა შეიძლება კიდევ გაიზარდოს. ხელისუფლების განცხადებით, დაზარალებულთა ოჯახები და ახლობლები კომპენსაციას მიიღებენ.
როგორც ცნობილია, ივლისში, ჩრდილოეთ უტარ-პრადეშის შტატში, რელიგიურ შეკრებაზე 121 ადამიანი დაიღუპა.
0
0