
იდეალურ კონფიგურაციაში, პარლამენტში იქნებიან „ნაცები“, „ქოცები“ და ჩვენ - აი, მაშინ წავა პოლიტიკური ვაჭრობა და რომელი მხარეც უფრო მეტ ჩვენს იდეას დათანხმდება, იმასთან შევქმნით კოალიციას,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ არ ვყოფთ პოლიტიკურ ველს „ქოცებად“ და „ნაცებად“, როგორც „ქოცები“ და „ნაცები“ აკეთებენ. არავის აღვიქვამთ მტრად, რადგან მათი მხარდამჭერები ამ ქვეყნის უმრავლესობას წარმოადგენენ დღეს. ამ ქვეყნის უმრავლესობასთან უნდა ვიმუშაოთ და სიძულვილის ნაცვლად ვაჩვენოთ, რომ „ნაცების“ დროსაც ბევრი რაღაც კარგი გაკეთებულა, „ქოცების“ დროსაც რაღაც გაუმჯობესდა და უკეთესობისკენ უნდა წავიდეთ. ამიტომ არ გამოვრიცხავ არანაირ კონფიგურაციას არჩევნების შემდეგ. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური მიზნები გვაქვს. გვინდა პრივატიზაცია, სასამართლოს რეფორმა, ეროვნული ბანკის გაუქმება და ჩვენ ამაზე ვინც მეტად წამოგყვება იმათთან ვითანამშრომლებთ.
იდეალურ კონფიგურაციაში წარმოგვიდგენია, რომ პარლამენტში იქნებიან "ნაცები", „ქოცები“ და ჩვენ და ჩვენს გარეშე ვერავინ შექმნის კოალიციას. აი მაშინ წავა პოლიტიკური ვაჭრობა და რომელი მხარეც უფრო მეტ ჩვენს იდეაზე დათანხმდება, იმასთან შევქმნით კოალიციას“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
0
0