12/08/2023
10:07
მსოფლიო
აშშ-ში, ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის დროს დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
მეხანძრეები აგრძელებენ ხანძართან ბრძოლას, მაშველები კი ამ დრომდე ათასამდე ადამიანს ეძებენ.
ამასთანავე, გაჩნდა კითხვები გამაფრთხილებელი სისტემის მუშაობასთან დაკავშირებით. ჰავაის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეტყობინებები გაიგზავნა მობილური მოწყობილობებით, რადიო და ტელევიზიით და ოლქის მაცხოვრებლების შეტყობინების სისტემით.
ტელეკომპანია NBC News-ი აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს შემოწმება იმის შესახებ, იყო თუ არა საკმარისი გაფრთხილება, იმის გათვალისწინებით, რომ ქარიშხალმა (დორა) დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და შეაფერხა მობილური ტელეფონით კომუნიკაცია. ზოგიერთი გადარჩენილი მიიჩნევს, რომ არ იყო საკმარისად გაფრთხილებული საგანგებო გაფრთხილების საშუალებით.
„გაფრთხილება არ მიგვიღია. არც სირენა, არც განგაში, საერთოდ არაფერი“, - განაცხადა ლაჰაინას მკვიდრმა, ლიზა პანისმა.
0
0