12/08/2023
10:02
მსოფლიო
ჰავაის კუნძულზე ტყის ხანძრის დროს, რომელსაც, სულ მცირე, 67 ადამიანი ემსხვერპლა, გამაფრთხილებელი სირენები არ გააქტიურებულა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ი ჰავაის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყებაში აღნიშნეს, რომ შეტყობინებები გაიგზავნა მობილური მოწყობილობებით, რადიო და ტელევიზიით და ოლქის მცხოვრებლების შეტყობინების სისტემით.
„სირენები გამოიყენება საზოგადოების გასაფრთხილებლად, რათა მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია. ის სულაც არ მიუთითებს ევაკუაციაზე“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.
ტელეკომპანია NBC News-ი აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს შემოწმება იმის შესახებ, იყო თუ არა საკმარისი გაფრთხილება, იმის გათვალისწინებით, რომ ქარიშხალმა (დორა) დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და შეაფერხა მობილური ტელეფონით კომუნიკაცია.
ზოგიერთი გადარჩენილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობა არ იყო საკმარისად ინფორმირებული საგანგებო გამაფრთხილებელი საშუალებით.
0
0