05/11/2023
16:51
მსოფლიო
ჰამბურგის აეროპორტი, სადაც შეიარაღებული მამაკაცი იმყოფება, კვლავ დაკეტილია. ჰამბურგის აეროპორტში შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტომობილით ჯებირი გაარღვია და ასაფრენ ბილიკზე შეიჭრა. შემთხვევა გუშინ, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 20:00-ზე მოხდა.
ჰამბურგის პოლიციის ცნობით, 35 წლის მამაკაცი ოთხი წლის გოგონასთან ერთად თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავის ქვეშ არის მანქანით გაჩერებული.
„ამჟამად ვვარაუდობთ, რომ მას აქვს ცეცხლსასროლი იარაღი და შესაძლოა, ასევე უცნობი ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა. სავარაუდოდ მამაკაცი ბავშვთან ერთად თურქეთში გაფრენას აპირებდა“, – ნათქვამია ჰამბურგის პოლიციის განცხადებაში.
პოლიციამ განაცხადა, რომ ამჟამად კომუნიკაცია აქვთ მამაკაცთან თურქულ ენაზე თარჯიმნის საშუალებით. პოლიციაში აცხადებენ, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი ბავშვის დაცვაა, რომელიც, მათი თქმით, ამჟამინდელი ინფორმაციით, ფიზიკურად კარგად არის.
სამართალდამცველებმა ასევე განაცხადეს, რომ შეიარაღებული მამაკაცის მეუღლე მათ ადრე დაუკავშირდა ბავშვის შესაძლო გატაცების შესახებ. მომხდარის გამო, ჰამბურგის აეროპორტში გუშინ და დღეს დაგეგმილი რეისები აღარ შესრულდება.
ჰამბურგის აეროპორტში განაცხადეს, რომ კვირას დაგეგმილი იყო 286 ფრენა დაახლოებით 34,500 მგზავრით.
0
0
„ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს 17:6 უგებენ
17/11/2024