
ისრაელის სამხედრო ანალიტიკოსის ამოს ჰარელის მიერ გაზეთ Haaretz-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ტყვეების გათავისუფლების შესახებ ახალი შეთანხმებით, ,,ჰამასი’’ ცეცხლის „ხანგრძლივად" შეწყვეტას და შესაბამისი ვალდებულების აღებას შეეცდება, რათა მისი ხელმძღვანელობა არ დაზარალდეს.
„ეს ნიშნავს დასახული მიზნის მიღწევის გარეშე ბრძოლის დასრულებას - ორგანიზაციისა და მისი შესაძლებლობების მარცხსა და რღვევას. იმავდროულად, [პრემიერ მინისტრი ბენიამინ] ნეთანიაჰუ ხელსაყრელ მომენტს ელოდება, მაგრამ გაურკვეველია, მისი პარტნიორები [აშშ] შეძლებენ თუ არა ხელშეწყობას“, - თქვა ამოს ჰარელმა.
როგორც ცნობილია, ნოემბერში, ასობით პატიმრის გაცვლის შემდეგ, დროებითი ზავის ვადა ამოიწურა და მძიმე ბრძოლები ისევ განახლდა. ,,ჰამასის’’ განცხადებით, ის აღარ დათანხმდება ტყვეთა გაცვლას, თუ ისრაელი თავდასხმებს არ შეაჩერებს და ღაზას არ დატოვებს.
0
0