
ლისის ტბასთან დაჭრილი მებრძოლების მხარდასაჭერად ყოველწლიური საქველმოქმედო მარათონი გაიმართა.
მარათონში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, მოქმედმა და დაჭრილმა სამხედროებმა, ასევე უწყების სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს. მარათონის დისტანციები (21კმ, 7კმ და 3კმ) დაფარეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.
მარათონი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერას. საქველმოქმედო გარბენიდან შემოსული თანხა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“ ჩაირიცხება.
გარბენი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სსიპ თავდაცვის მოხალისეს, თავდაცვის ატაშეების ასოციაციისა და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ორგანიზებით ჩატარდა.
0
0