22/06/2023
14:16
პოლიტიკა
ჩვენ გვინდა, რომ ქართველები ვიხილოთ ევროკავშირში და მართლაც მხარს ვუჭერთ ყველას საქართველოში, ვისაც ამ გზის გავლა სურს, - ამის შესახებ გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და კლიმატის საკითხებში, ანა ლუჰრმანმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებისგან რეფორმების შესრულებას ითხოვენ არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
„საქართველოს ადგილი მკაფიოდ ევროპულ ოჯახშია. შევხვდი ბევრ ერთგულ ქართველს, რომლებსაც ძალიან სურთ, ევროკავშირის ნაწილს წარმოადგენდნენ.
სამწუხაროდ, რაც აქამდე მოვისმინეთ კომისიიდან, ხელისუფლება ამ მომენტში არ ამართლებს ამ მოლოდინს. რეფორმები ნამდვილად არ არის იქ, სადაც უნდა იყოს და ძალიან მკაფიოა, რომ საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებისგან ამ რეფორმების შესრულებას ითხოვენ არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს უფრო თავისუფალი ქვეყანა და ქვეყანა, რომელიც უფრო მეტად ეფუძნება კანონის უზენაესობას.
რაც მოვისმინეთ კომისიისგან და გავიგებთ კიდევ უფრო მეტ დეტალს დღეს, არის ის, რომ როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობასა და სასამართლო რეფორმებს, ბევრი საკითხია. ასევე იყო დისკუსია, თუ როგორ ეპყრობიან სამოქალაქო საზოგადოებას და დეტალებს, მოგვიანებით გავიგებთ. ჩვენ გვინდა, რომ ქართველები ვიხილოთ ევროკავშირში და მართლაც მხარს ვუჭერთ ყველას საქართველოში, ვისაც ამ გზის გავლა სურს“, - განაცხადა ანა ლუჰრმანმა.
საქართველო ევროკომისიის შუალედური ანგარიშს ელოდება. დღეს სტოკჰოლმში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, ევროპის საქმეთა მინისტრებთან ერთად, ასოცირებული ტრიოს მიერ მიღწეულ შედეგებზე იმსჯელებს.
0
0