
მარტა კოსს შევახსენებ, საქართველო იმიტომ გადარჩა ისტორიულად, რომ მისნაირებს არ უჯერებდა და უჯერებდა საქართველოს ეკლესიას, ქართულ ხელისუფლებას, ქართულ მომავალს და ქართულ ღირებულებას და არა იმას, როცა მარტა კოსი იტყვის, რომ საქართველოში კაცები გაათხოვეთ და ევროპაში მიგიღებთო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მარტა კოსის განცხადებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
„ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ თავად ევროპას უჭირს ევროპული ღირებულებები. ამერიკა-ევროპის დაპირისპირება ნახეთ და მეტი მაგალითი რა მოგოყვანოთ, როცა ამერიკის პრეზიდენტი ევროპას ეუბნება, რომ გონზე არაა და გონზე რაც უფრო მალე მოვა, მით უკეთესიაო. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპას პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთსა და ჩინეთში აღარ არის თქვენი პრობლემა, თქვენი პრობლემა თქვენშივე არის, რადგან ბიუროკრატიაში გაქვთ პრობლემებიო. ესეც ჩვენ ვართ? – ვერ დაგვაბრალებენ, რომ დონალდ ტრამპი და ჯეი დივენსი „ხალხის ძალაში“ გავაწევრიანეთ. მარტა კოსს ვურჩევ, ასე გააგრძელოს. რომ გამოვიდედ და კარგი თქვას, ეს უნდა გაგვიკვირდეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა: „კონტინენტზე დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე უნდა გავშალოთ, გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება, ყველა ხედავს, რა ხდება საქართველოში, როცა რუსეთი იმარჯვებს“.
0
0
ესპანეთმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია
11/03/2026