
რუს მომღერალს, გრიგორი ლეპსს, ციხე ემუქრება. მან კონცერტის შემდეგ პეტერბურგის ადგილობრივ ბარში იჩხუბა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
არსებული ინფორმაციით, იგი ერთ-ერთ სტუმარს დაჟინებით სთავაზობდა ფულის სანაცვლოდ ნარდის თამაშს. კაცმა უარი თქვა, რადგან ფული არ ჰქონდა ლეპსთან სათამაშოდ.
მას შემდეგ, რაც მამაკაცმა უარი თქვა ფულის გამო მასთან თამაშზე, ლეპსმა სათვალე მოიხსნა და შეტევაზე გადავიდა.
საქმეზე გამოიძება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯარიმას ორმოცი ათას რუბლამდე, გამოსასწორებელ შრომას ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ითვალისწინებს.
ასევე ცნობილია, რომ მეორე დღეს, ჩხუბის შემდეგ, არტისტი მოსკოვში დაბრუნდა, სადაც „წლის სიმღერაზე“ გამოვიდა.
0
0
ტრამპი ამბობს, რომ ის ნევროზული ადამიანია
20/12/2025