
შეჯიბრში, ქვეყნის მასშტაბით, 2002 – 2004 წლებში დაბადებული 100 - მდე სპორტსმენი 10 წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
მოჭიდავეებმა, რომლებმაც შესარჩევი ეტაპები წარმატებით გადალახეს,გამარჯვებისთვის დღეს, 14 ნოემბერს,ფინალურ შეხვედრებში იბრძოლებენ.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს გადაეცემათ ფულადი პრიზები, თასები, მედლები, სიგელებიდა სხვა საჩუქრები. გარდა სპორტსმენებისა, დაჯილდოვდებიან ჩემპიონების (I საპროზო ადგილი) პირადი მწვრთნელები.
ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით ხორციელდება. ღონისძიება ნუგზარ სხირელის დაბადების დღეს მიეძღვნა.
შეჯიბრება გორისმუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ გორისმუნიციპალიტეტის სპორტისგანვითარებისა და ხელშეწყობისსააგენტოს და საქართველოს ჭიდაობისეროვნული ფედერაციის მხარდაჭერითტარდება.
ტურნირის ორგანიზატორებისგანცხადებით, ღონისძიება წელს პირველად ტარდება. ის ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.
0
0