09/11/2021
11:20
პოლიტიკა
კორუფციისგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის და ნატოს წევრ 9 სახელმწიფოს: სლოვაკეთს, ხორვატიას, უნგრეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, თურქეთს, მონტენეგროს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას.
ინდექსი ეფუძნება მიზნობრივად შერჩეულ მონაცემთა 43 ნაკრებს, რომელსაც ექსკლუზიურად აწარმოებს 11 საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტი:
1. The UN
2. The OECD
3. The World Justice Project Organisation
4. The FATF
5. The Economist Intelligence Unit (EIU)
6. The World Bank
7. The Basel Institute on Governance
8. Transparency International
9. The International Budget Partnership (IBP)
10. The Global Initiative
11. The World Economic Forum (WEF)
GCI-ის გამოსათვლელად განიხილება 6 ინდიკატორი, რომელთაგან 4 ორიენტირებულია კორუფციაზე და 2 ფინანსურ დანაშაულზე:
1. ძირითადი კონვენციების რატიფიკაციის სტატუსი (OECD, გაერო)
2. საჯარო კორუფციის აღქმის იდონე (Transparency International’s Corruption Index, World Bank, World Justice Project )
3. საჯარო და კერძო კორუფციის შესახებ გამოკითხვები (Transparency International’s Global Corruption Barometer, World Bank’s Enterprise Survey)
4. ქვეყნის მახასიათებლები, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული კორუფციასთან
5. ფინანსური დანაშაულის შეფასების სტანდარტები
6. ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება
თავის მხრივ ინდიკატორები დაყოფილია მონაცემთა 4 ჯგუფად:
- მოქალაქის ხმა და გამჭვირვალობა
- მთავრობის ფუნქციონირება და ეფექტურობა
- სასამართლო კონტექსტი
- პოლიტიკური კონტექსტი
საქართველო რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას და შავიზღვისპირეთის ყველა სახელმწიფოს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ჩამორჩება.
0
0