09/11/2021
18:19
პოლიტიკა
„დღეს ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაგეგმილია ადვოკატების მონაწილეობით მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და საჭიროებიდან გამომდინარე გამოკითხვის შემდეგ შემდგომი საპროცესო, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.
კითხვები შეეხება იმ ინფორმაციას, რაც გავრცელდა მასმედიით და რაც ყველამ კარგად იცით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა ამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში პენიტენციურ სამსახურს შესაბამისი საჭირო ვიდეოჩანაწერების დაარქივების თაობაზე, რათა შემდგომში სასამართლო განჩინების საფუძველზე განხორციელდეს მისი გამოთხოვა“, – განაცხადა გიორგი მიქელაძემ.
ცნობისთვის, დღეს, 9 ნოემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსხურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
0
0