
საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლიგა 1-ის 23-ე ტურში ერთმანეთს გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ და ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ შეხვდნენ. მატჩი პარიზელებმა 3:2 მოიგეს.
ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ორივე გუნდის რიგებში კვარაცხელია დაასახელა, ხოლო ორი ანალიტიკური პორტალის მიხედვით, „ლიონის“ რიგებში ყველაზე მაღალი შეფასება მიქაუტაძემ დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მოედანზე მხოლოდ მატჩის ბოლოს, მე-80 წუთზე შეუშვა. მიუხედავად ამისა, სწორედ მისი შესანიშნავი მოქმედებების შემდეგ მიეცა „ლიონს“ შეხვედრის გადარჩენის შანსი.
გიორგიმ შესვლისთანავე საგოლე გადაცემა შეასრულა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. შემდეგ სამჯერ სცადა კარის აღება და მის შეჩერებას ვერ ახერხებდნენ. Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 7.8 ქულა დაუწერა, ხოლო Flashscore-მა – 7.4 ქულა.
ასევე წაიკითხეთ:
დღეს საუკეთესო მოთამაშე საქართველო იყო - ფრანგული მედია კვარას და ჟორჟის თამაშზე
0
0