
„პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ პირველად მიიღო მატჩის მოთამაშის ჯილდო „ლიონთან“ გამართული ლიგა 1-ის შეხვედრის შემდეგ.
ბევრი სპეციალისტისა და გულშემატკივრის აზრით, „ნაპოლიდან“ ფრანგულ გრანდში გადასულმა ქართველმა ვარსკვლავმა თავისი საუკეთესო თვისებები სწორედ ამ შეხვედრაში წარმოაჩინა. ამას გულშემატკივრების კომენტარებიც მოწმობს.
„ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში საუკეთესო თამაში აჩვენა და მატჩის მოთამაშის პრიზით დაჯილდოვდა. სრულიად დამსახურებულია“.
„კვარაცხელიას მატჩი – ეს ნამდვილად რაღაც სხვაა! მოუთმენლად ველოდები მის შემდეგ თამაშს“.
„ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ჩამოსვლიდან უკვე 3 საგოლე გადაცემა და 2 გოლია. გადამწყვეტი როლი ითამაშა „მონაკოსთან“, „ლიონთან“ და ჩემპიონთა ლიგაზე „ბრესტთან“ შეხვედრებში. თამაშს ალაგებს, ყველა რგოლს აკავშირებს, ტექნიკურია და შეტევებს აჩქარებს. მან უკვე დაიწყო“.
ვალიდ აჩერჩური (RMC Sport, DAZN-ის სპორტული კომენტატორი): „ხვიჩა კვარაცხელია მატჩის მოთამაშეა. „ლიონთან“ მატჩში მან პარიზს თავისი სავიზიტო ბარათი დაუტოვა. ეს იყო მისი საუკეთესო მატჩი „პარი სენ-ჟერმენის“ ფერებში. მას ამ გუნდში ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს.“
„მადლობა „ნაპოლის“ ამ „ურჩხულისთვის“ – „ლიონთან“ მატჩში კვარამ პარიზს თავი გააცნო“.
0
0