
ნიკა გვარამიას და მათ შორის, ზურა გირჩი ჯაფარიძის გამოსვლა პროტესტს და ჩვენს მოქმედებას ახალ ენერგიას შესძენს - გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, სანამ ისინი გარეთ არიან, რადგან ვიცით, რომ ახალი ბრალი წარუდგინეს. ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გაუვიდეს ის, რაც ჩაფიქრებული აქვს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა რუსთავის ციხესთან განაცხადა, სადაც ამავე კოალიციის ლიდერს, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ელოდებიან.
მისი თქმით, ნიკა გვარამია ინფორმირებულია თუ რა ვითარება არის ქვეყანაში, როგორ უნდა გაგრძელდეს „ქართული ოცნების“ დელეგიტიმაციის და ართანამშრომლობის პროცესი.
„ნიკა ინფორმირებულია თუ რა ვითარება არის ქვეყანაში, როგორ უნდა გაგრძელდეს „ქართული ოცნების“ დელეგიტიმაციის და ართანამშრომლობის პროცესი. ნიკა გვარამიას და მათ შორის, ზურა გირჩი ჯაფარიძის გამოსვლა პროტესტს და ჩვენს მოქმედებას ახალ ენერგიას შესძენს. დარწმუნებული ვარ, გაჩნდება ახალი იდეები, რომელიც მანამდე არ ყოფილა. გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, სანამ ისინი გარეთ არიან - ვიცით, რომ ახალი ბრალი წარუდგინეს, ამიტომ მანამდე ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გაუვიდეს ის, რაც ჩაფიქრებული აქვს“, - განაცხადა ბუტიკაშვილმა.
0
0