
ადვოკატის ინფორმაციით, გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს, რომელიც კლინიკაში გადაჰყავთ
გიგა ავალიანის საქმეზე აკავებენ ანასტასია ბერუაშვილსაც
სავარაუდოდ, საგამოძიებო უწყება მას სისხლის სამართლის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით აკავებენ, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
დაკავებას ეხმაურება გიგია ავალიანის დედა.
"მისი დედის [ნია იმნაძის] ჩხავილიც მოისმინეთ, ალბათ, მას რეანიმაციაში ზეწარგადაფარებული შვილი არ უნახავს! , - ამის შესახებ მასწავლებლის გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ნია იმნაძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კუპატაძის თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ საქმეში კიდევ ერთი ფიგურანტის ანასტასია ბერუაშვილის დაკავებაც მოხდება.
„წარმოუდგენლად ცუდად ვარ. ჩემი აზრით, ანასტასია ბერუაშვილიც იყო, „ლაივში“ ვუყურე, დაიჭირეს თუ არა, არ ვიცი, შეწყვიტა ადვოკატმა „ლაივი“. ბერუაშვილსაც დაიჭერენ, ჩემი აზრით. გიგას უშუალო მკვლელებს სხვას არავის ველოდი ნიას და ბერუაშვილის გარდა.
ძალიან ვნერვიულობ. ძალიან ცუდად ვარ. განსაკუთრებით, ლეკიშვილი რომ ამბობს : „რომ არ მომკვდარიყო, კლინიკაში წაიყვანეთო“- გამომძიებელს ეუბნება. ჯერ ერთი, არც არავინ კვდებოდა! 7 მაისს სასამართლოდან რომ წაიყვანეს [ნია იმნაძე] მაგაზე ჰქონდა საუბარი. მეორეც, ჩემი შვილი მიატოვეს! მიაგდეს, რომ მომკვდარიყო! ჩემი უდანაშაულო, სპეტაკი და გენიოსი შვილი. ჯანმრთელი და ჯანსაღი შვილი. მისი დედის [ნია იმნაძის] ჩხავილიც მოისმინეთ ალბათ. რეანიმაციაში ზეწარ გადაფარებული შვილი არ უნახავს“, - განაცხადა კუპატაძემ.
0
0