„ისრაელმა და „ჰამასმა” ცეცხლის შეწყვეტის, მძევლების გათავისუფლებისა და რიგ საკამათო საკითხზე კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს,“ - იუწყება ეგვიპტის სახელმწიფო გამოცემა Al Qahera News-ი, ეგვიპტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ "ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად მცდელობები გრძელდება.
„კაიროში მოლაპარაკებების რაუნდში მოსაზრებების თანხვედრის კუთხით დიდი პროგრესია მიღწეული“, - წერს Al Qahera წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს ინფორმაციით, კატარისა და „ჰამასის“ დელეგაციები კაიროს დატოვებენ და ორ დღეში დაბრუნდებიან, რათა საბოლოო პირობები შეათანხმონ. აშშ-ისა და ისრაელის დელეგაციები რამდენიმე საათში გაემგზავრებიან, თუმცა კონსულტაციები მომდევნო 48 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც CNN-ი წერს, „ჰამასის“ მოთხოვნაა "აგრესიის სრული შეწყვეტა". დაჯგუფებამ ასევე გაიმეორა, რომ ისრაელმა უნდა გაიყვანოს ჯარები ღაზადან. მოთხოვნები ასევე მოიცავს იძულებით გადაადგილებული პალესტინელების სახლებში დაბრუნება, ისრაელის არმიის მიერ ღაზასთვის მიყენებული ზარალის აღდგენა და "ტყვეთა გაცვლის შეთანხმების შერულება“.
თავის მხრივ, ისრაელმა არაერთხელ უწოდა „ჰამასის“ მოთხოვნებს "მოჩვენებითი".
0
0